დააკავეს კაცი, რომელმაც 61 წლის მოქალაქეს მობილური ტელეფონი მოჰპარა
დაკავებულია 38 წლის კაცი, რომელმაც 61 წლის მოქალაქეს მობილური ტელეფონი მოჰპარა - ინფორმაციას შსს ავცრელებს.
ქურდობის ფაქტი მიმდინარე წლის 12 იანვარს თბილისში მოხდა.
დაკავებყ~ულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1964 წელს დაბადებული გ.ბ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.