ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ საქმიანობას იძულებით აჩერებს
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ საქმიანობას იძულებით აჩერებს. ორგანიზიაცია, რომელიც თითქმის 29 წელია საქრათველოში ფემიციდის მსხვერპლი ქალების, ბავშვებს და სხვადსხვა გაჭირვებული ადამიანების უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ საქმიანაობს "ოცნების" ხელისუფლების კანონების გამო ვეღარ აგრძელებს.
საგანგებო განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ დაფინანსების დაბლოკვის გამო იურისტები მუშაობას მოხლისეობრივად გააგრძეელებენ.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, რომ „უფლებები საქართველო“ 29 წლის შემდეგ წყვეტს საქმიანობას — აჩერებს წარმომადგენლობას ძალადობის და ფემიციდის მსხვერპლთა მიმდინარე 200-მდე საქმეზე ადგილობრივ და საერთშორისო სასამართლოებში; უპატრონოდ ტოვებს ევროსასამართლოში გაგზავნილ 500-მდე საქმეს, მათ შორის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საქმეებს; აღარ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვაში, ყოველდღიურად ვეღარ გაუწევს უფასო კონსულტაციას და დახმარებას უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებსაც კიდევ შერჩათ სამართლის პოვნის იმედი. მაგრამ, ჩვენ ეს ვერ შევძელით“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მსურველებს შეუძლიათ, „უფლებები საქართველოს“ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 577 541 655 ან მიწერონ ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე, ხოლო სამშაბათს და ხუთშაბათს, 11:00-16:00 საათამდე, პირისპირ კონსულტაციებზე მივიდნენ „უფლებები საქართველოს“ ოფისში (თბილისი, ა. გახოკიძის 11ა).