მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს
მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 5 საათზე მოხდა.
მაღაზიის მფლობელის თქმით, ორმა უცნობმა ნიღბიანმა პირმა სუპერმარკეტის შესასვლელი კარის მინა ჩაამტვრია, რის შემდეგაც შევიდნენ და სალაროდან გარკვეული თანხა და დიდი ოდენობის სიგარეტი მოიპარეს. გარდა ამისა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და 1 400 ლარამდე თანხა წაიღეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.