ახალციხე-ვალეს გზაზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

13.01.26 14:54
ახალციხე-ვალეს გზაზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

ახალციხე-ვალეს გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია," - წერია განცხადებაში.