ელისაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი პოლიტიკოსის სკანდალურ განცხადებაზე

13.01.26 15:41
ელისაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი პოლიტიკოსის სკანდალურ განცხადებაზე

ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ის მამუკა მდინარაძის დავალებით ყველაზე მკაცრ ციხეში იმყოფება, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ცოლისთვის მძიმე მოსასმენი იყო - როგორც ირინა კილასონიძე "პირველებთან" ამბობს, არ აქვს იმედი, რომ ელისაშვილის ციხეში მძიმე ყოფაზე რეაგირება იქნება და კონკრეტული სტრუქტურები მოკვლევას დაიწყებენ. 

ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ არის ძალიან მკაცრ ციხეში, არის ისეთ პირობებში, რაშიც წესით არ უნდა იყოს. არ არის სასიამოვნო ჩემთვის. ამას აკეთებს "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია და რაც მათი კოლეგების წინააღმდეგ არის მიმართული - ის დანაშაულებები, რომელიც პოლიციელების გადაცდომას ეხება, თუ ა.შ. არცერთი საქმე არ არის გამოძიებული, ამიტომ ალექსანდრეს შემთხვევაშიც არ ველოდი, რომ ამას გამოიძიებდნენ და საქმეს მსვლელობა სწრაფად მიეცემოდა".  - განაცხადა ცოლმა. 

დაპატიმრებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს - "მოქალაქეების" ლიდერი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში სწორედ სუს-ის შეფის დავალებით მოათავსეს.

ციხეში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე პოლიტიკოსმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და დააანონსა, რომ სუს-ის ხელმძღვანელს დაბადების დღეზე იმ ინვენტარს გაუგზავნის, რომელიც ციხეში შესთავაზეს. 

 

მსგავსი სიახლეები