"კარგად გავერთეთ მეც, შსს-ს წარმომადგენლებიც და მოსამართლეც" - ზაქარეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო
საქმეები ტროტუარზე დგომის გამო - მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, სამოქალაქო აქტივისტის, მიხეილ ზაქარეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 23 იანვრისთვის გადადო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებსი მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
როგორც პროცესის დასრულებსი შემდეგ ზაქარეიშვილმა "პირველებს" განუცხადა, 5 ვიდეომტკიებულებიდან მხოლდო ერთში ჩანს კანონდარღცვევა და ისიც მხოლოდ სამართალდამცველსი მხრიდან.
დავიწყოთ იმით, რომ ვიხალისეთ, კარგად გავერთეთ ყველა - შსს-ს წარმომადგენლებიც და მოსამართლეც. რაც შეეხება მტკიცებულებებს, პირიქით არის, საერთოდ არ ვჩანვარ, მაგრამ დრევანდელ მტკიცებულებებში საკმაოდ საინტერესო რამ ჩანდა, რომ თუ შსს-ს პოზიცია არის ის, რომ ტროტუარზე არ იყო საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ ხალხს გაევლო, წინა პროცესზე მოტანილი მტკიცებულებებით ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ დღეს მოიტანეს მტკიცებულება, სადაც ჩანს ძალიან დიდი ტერიტორია ტროტუარზე, სადაც ადამიანებს თუ ენდომებოდათ გავლა, გაივლიდნენ. ერთ-ერთი რაც ჩანს,ეგ არის, თუმცა ზოგადად, მთელ ამ მტკიცებულებებში 5 ვიდეო მასალა უნდა იყოს, რაც შსს- აქვს და აქ ჩანს ერთადერთი კანონდარღვევა, როგორ არღვევს თავად პატრულ-ინსპექტორი კანონს. სხვა არაფერი კანონდარღვევა იქ არ არის. ჩვეულებრივ ცირკი იყო, როგორც ყველა პროცესში", - ამბობს ზაქარეიშვილი.