ვინ მასპინძლობდა ზარქუას მონაკოში?
ვინ უმასპინძლა "ქართული ოცნების" დეპუტატ, ირაკლი ზარქუას მონაკოში? - სოციალურ ქსელში წერენ, რომ Carspotter Daily Monaco-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ზარქუასთან ერთად, ირაკლი კაპანაძე, იგივე "კაპო" ჩანს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მან უმასპინძლა "ქართული ოცნების" ლიდერს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კაპანაძე ზარქუას სკანდალს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
რაც შეეხება თავად ზარქუას, ის დღეს საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ავტომობილით გამოჩნდა, კამერებს დაენახა, თუმცა მონაკოს სკანდალზე ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.
„დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, მონაკოში ვიმყოფები და სამწუხაროდ, კომენტარს ვერ მოგცემთ. აბა, მაგრად იყავით“ - ამ ერთი წინადადების თქმის შემდეგ დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა კითხვა, იცნობს თუ არა ის ირაკლი კაპანაძეს.
ვიდეო-კადრების სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ირაკლი ზარქუამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. არც სოციალურ ქსელში და არც სატელევიზიო კომენტარში ზაქუას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა უჩივლოს Carspotter Daily Monaco-ს, რომელმაც კადრები გაავრცელა.