განათლება საფრთხეშია - დისკუსია თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში
განათლება საფრთხეშია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მოქალაქეებმა "ქართული ოცნების" მიერ განათლების სფეროში დაანონსებულ რეფორმა გააკრიტიკეს და საფრთხეებზე ისაუბრეს.
საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა იმ მთავარ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რის წინაშეც დაანონსებული რეფორმების შემდეგ სტუდენტები, ლექტორები და მოსწავლეები აღმოჩნდებიან.
რეფორმა რამდენიმე კვირაში ამოქმედდება და აბიტურიენტებს უკვე შეცვლილი კრიტერიუმებით მოუწევთ უნივერსიტეტების და პროფესიების არჩევა.
დღეს სტუდენტებს ვუსმენთ, მათ საჭიროებებს, არ პრობლემები აქვთ. მითუმეტეს დღეს იყო რექტორთა საბჭო ქუთაისში, სადაც კიდევე ერთხელ იმ ცვლილებებზე ისაუბრეს, რასაც ეს რეფორმა მოიტანს თებერვლიდან ვიცით, რომ პროგრამებზე კვოტებს განუსაზღვრავენ უნივერსიტეტებს და მაშინ კიდევ უფრო მეტი სიახლე წამოვა, მაშინ გვეცოდინება კონკრეტულად რა რაოდენობრივი ცვლილებები მოყვება ამ რეფორმას," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გოტა ჭანტურიამ.
სიმონ ჯანაშიას თქმით, "ოცნების" დაანონსებული რეფორმები უპასუხისმგებლობაა, რადგან "წარმოდგენა არ აქვს კულტურის სამინისტროს რა სჭირდება კონკრეტულ უნივერსიტეტს".
სხვადასხვა უნივერსიტეტში უკვე მოთხოვეს პროფესორების რაოდენობების შემცირება. ანუ უკვე დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჰყავთ ზედმეტი პროფესორები და რომ ეს პროფესორების რაოდენობები უნდა შეამცირონ, თუ თვითონ არ შეამცირებენ მაშინ უკვე, მაგალითად, კულტურის სამინისტროში დაიწყეს ამ რაოდენობების დადგენა უნივერსიტეტების მაგივრად. ეს არის უპასუხისმგებლობა, თავხედობა რომ არ დავარქვათ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვს კულტურის სამინისტროს რა სჭირდება კონკრეტულ უნივერსიტეტს," - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.