მეორე ჯარიმა MEGOBARI act-ის გეოგლიფის გამო - ზარანდია მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო

13.01.26 18:31
მეორე ჯარიმა MEGOBARI act-ის გეოგლიფის გამო - ზარანდია მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო

რიგით მეორე ჯარიმა მეგობარი აქტის გეოგლიფის გამო.  როსტო ზარანდია მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 1750 ლარით დააჯარიმა.  

სასამართლომ  გაიზიარა გარემოს დაცვის სამსახურის მოსაზრება,რომ  აქტივისტმა მიწის ნაყოფიერი ზედაპირი დააზიანა და მას  ფულადი ჯარიმა ამის გამო დაეკისრა.

მანამდე როსტო ზარანდია მერიიის საჩივრის საფუძველზეც დაჯარიმდა.~

თავად ზარანდია მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ჩემი დასჯის დოკუმენტები გააფორმეს, მე მსჯიან გამოხატვისთვის, არაფერი ზიანი არ მიმიყენებია, დავსერე მიწა, სადაც ყვავილის დათესვას ვაპირებ. ჩემი ლექტორი მიმტკიცებს, რომ სახელმწიფო მიწაზე კი არა, საკუთარ ეზოშიც არ მაქვს მიწის გადატრიალების საშუალება, დამიმტკიცონ, რომ , როცა ყანას ამუშავებენ, ირაკლი აბშილავასგან იღებენ ნებართვებს, არაფერი დამიშავებია, არც მახსოვს რამდენია ჯარიმა და არც გადავიხდი. ამათ უნდათ, რომ დამაშინონ, მაგრამ პატარ-პატარა სტრესებს იწვევენ, დაშინება შეუძლებელია, ვერ შემაშინებენ, რაც არ უნდა თქვან, - განაცხადა ზარანდიამ.

მსგავსი სიახლეები