ჰქონდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს კომუნიკაცია დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილთან - რას ამბობს ადვოკატი

13.01.26 18:43
ჰქონდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს კომუნიკაცია დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილთან - რას ამბობს ადვოკატი

ჰქონდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს კომუნიკაცია დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილთან - ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ვის ეკონტაქტა დაკავებამდე ყოფილი პრემიერი.

შაყულაშვილის თქმით, ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა და შესაბამისად, კითხვაც არ დაუსვამს.

ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ვისთან კონტაქტობს, რას კონტაქტობს, და არც ვკითხულობ, სიმართლე გითხრათ, ვინ ვისთან რა კონტაქტშია, - ამბობს ადვოკატი.

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.