“მითების დეტექტორი“: სახელისუფლებო მედია დაპატიმრებული ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლის მეშვეობით მიმართავს
“მითების დეტექტორის“ თანახმად, სახელისუფლებო მედია დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლის მეშვეობით მიმართავს.
კერძოდ, 13 იანვარს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა წინა დღით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებისადმი ექიმ ნათია თოფურიას მიმართვა გამოაქვეყნეს.
„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ნათია თოფურია ( Nati Topuria) სინამდვილეში ტროლია და სახელისუფლებო მედიები მისი სახელით განცხადებებს სრულიად განსხვავებული ფოტოებით აშუქებენ.
„მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ ფოტოები, რომელსაც ტროლის განცხადების გავრცელებისას სამთავრობო მედიები იყენებენ, ნათია დვალს და ქსენია კოვალენკოს ეკუთვნით. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ნათია დვალმა მათ განუცხადა, რომ არ იცის, ვინ შეიძლება იყენებდეს მის ფოტოს სანდოობის შემქნის მიზნით.
„მიმართვა, რომელიც ტელეკომპანია POSTV-ის, მხარე • mkhare.ge-ის, Ongo-ს, რეპორტიორი-ს, InfoPostalioni.com-ის, მედიაჰოლდინგი “კვირას” და საერთო გაზეთი-ს ფეისბუქ-გვერდებზე თითქმის იდენტური ტექსტით გავრცელდა, ფეისბუქ-მომხმარებლის, Nati Topuria-ს პოსტს ეყრდნობა. მასალა ასევე გავრცელდა სახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, სააგენტოების newshub.ge-სა და region.ge-ს ვებ-გვერდებზეც.
პოსტის ავტორი ღარიბაშვილს როგორც „კორუმპირებულ ნაძირალას“ და „ქვეყნისა და ხალხის მოღალატეს“ მოიხსენიებს, ხოლო ნათესავებს მოუწოდებს, ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი „ფალავანი“ უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო“, - წერს „მითების დეტექტორი“.
ვრცლად იხილეთ ბმულზე