კორპუსს, რომლის კედლები ჩამოინგრა, მესამე ხარისხის დაზიანება აქვს მინიჭებული
სამგორში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ტერიტორია, სადაც კორპუსის ფასადი ჩამოიშალა, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ირკვევა, რომ ბეტონის ფილა მრავალსართულიანი კორპუსიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ტერიტორიაზე მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ხალხი ამბობს, რომ ავარიული შენობის შესაკეთებლად შესაბამის უწყებებს წლებია მიმართავენ მაგრამ რეაგირება არავინ მოახდინა.
ადგილობრივების თქმით, კორპუსს მესამე ხარისხის დაზიანების სტატუსი აქვს მინიჭებული.
მოსახლეობის თქმით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოსახლეობას სასწუმროში გადაყვანა შესთავაზა, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც 4 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე კომერციული ფართები გაქირავებული აქვთ, შეთავაზებას არ დათანხმდა.
ავარიულ კორპუსში 48 ოჯახი ცხოვრობს.