ხმაური სასამართლოში - მოსამართლე თამარ მახარობლიძე ადვოკატებს სიტყვის თქმის უფლებას უზღუდავდა
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, დაპირისპირების ეპციენტრი პირველი დარბაზი გახდა, სადაც მოსამართლე თამარ მახარობლიძე სასახლის ღობის საქმის ადვოკატებს სიტყვის თქმის უფლებას უზღუდავდა.
ადვოკატებს დღეს შესავალი სიტყვები უნდა ეთქვათ, თუმცა როგორც კი საუბრი იმ ძალადობაზე დაიწყეს, რაც ნოემბერ-დეკემბერში სამართადლამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელდა, მახარობლიძემ უფლებადამცველს სიტყვა შეაწყვეტინა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, საბა კორძაიას ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და როცა საუბარია ძალადობაზე, წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს ნოემბერ-დეკემბერში 300-ზე მეტი ადამიანი რომ აწამეს და დღემდე არავის პასუხი არ უგია ამ ქმედებაზე. როცა სასამართლოს შევახსენე, რომ რეალურად, რა ძალადობაც მოხდა სახელმწიფოს სამართალდამცველების მხრიდან, ერთი სამართალდამცველიც არ მიუციათ პასუხისგებაში, სასამართლოს მხრიდან ამაზეც მივიღეთ კრიტიკა, რომ ეს არ შეეხებოდა საქმის გარემოებებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პარალელების გავლება. მოსამართლემ რამოდენიმეჯერ შემაწყვეტინა შესავალი სიტყვა და არ მომცა საშუალება, რომ სრულყოფილად გვესარგებლა აღნიშნული უფლებით, რეალურად მიმეტანა ჩემი სათქმელი და საბა კორძაიასი საზოგადოებამდე. მათ შორის ჩემი მხრიდან საუბარი შეეხებოდა მედიის როლს, რომ საზოგადოების მაღალი ინეტერესიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო არნიშნულ საქმეებზე მედიისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე. ამ საკითხზე საუბრისას, მან უბრალოდ არ მომცა საშუალება გამომეხატა ჩემი მოსაზრება", - ამბობს ადვოკატი.
უფლებადამცველები მოსამართლე მახარობლიძის მხრიდან მათ მიმართ უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამაზე ადვოკატთა ასოციაციას მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
მოსამართლის ქმედება იმასთან დაკაშირებით, რომ უფლებადამცველს სასამართლო პროცესზე შეაწყვეტინა სიტყვა, რომ ანალოგს აკეთებდა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეს არის უსასამართლო სასამრთლოს კიდევ ერთი გამოსახულება. ულფებადამცველს კანონით აქვს ამის უფლება და იმედი მაქვს ამაზე მყისიერი რეაგირება იქნება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდანაც, რომ მოსამართლე ადვოკატს აწყვეტინებს და არ აძლევს სიტყვის თქმის უფლებას. ეს არის ყოველგავრი უფლების დარღვევა", - აცხადებს მანუჩარ მიქელაძისდ ა იური ლომიძის ადვოკატი.