ხელისუფლება უნდა გადადგეს და ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული
ჩვენი ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე სასახლის ღობის საქმეზ დაკავებულმა კახაბერ კვაჭანტირაძემ განაცხადა.
ბრალდებულმა სასართლო დარბაზში პირდაპირ თქვა, რომ როდესაც ქვეყანაში ნეპოტიზმი და კორუფცია ყვავის, როდესაც ქვეყანამ კურსი შეიცვალა, ამ პირობებში ხელისუფლება უნდა გადადგეს და ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მე ვარ პასუხისმგებლიანი მოქალაქე. როცა კონსტიტუციაში წერია ჩვენი საგარეო კურსი და ჩვენი საგარეო კურსი არის პროდასავლური და ხელისუფლების მხრიდან იდგმება საპირისპირო ნაბიჯები, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია! როდესაც შიდა დონეზე, მინისტრების და პრემიერის დონეზე ხდება ნეპოტოზმის, კორუფციის ფაქტები, მათ ათმაგი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორც მინიმუმ უნდა გადადგეს და ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.
კიდევ ერთი მინდა ვთქვა მორალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით - როდესაც ჩვენი პრემიერ მინისტრი, ბატონი კობახიძე ჩაბრძანდება თეირანში და ტერორისტებთან ერთად დგას, სადაც ყვირიან - სიკვდილი ამერიკასო, ეს ჩემთვის მიუღებელია! სადაც პრეზიდენტად წოდებული პიროვნება დიდგორობას ჩაბრძანდა თურქეთში ეს ჩემთვის მიუღებელია! ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ყველა პოლიტიკურ პარტიას ვისაც რეალურად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დღევანდელ არსებულ ვითარებას ყველას გაუქმებით ემუქრებიან. მე მგონია რომ ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვალდებულია გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი", - განაცხადა კახაბერ კვაჭანტირაძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობსის აქმეზე დაკავებული 13 პირის სასმართლო რპოცესი შესავალი სიტყვებით გაიხსნა.
- ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.