თბილისში ქალი მოკლეს

14.01.26 17:39
თბილისში ქალი მოკლეს

თბილისში ქალი მოკლეს - მკვლელობა მარჯანიშვილზე იტალიურ ეზოში მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ქალი, რომელსაც მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა და გაიქცა. 

პოლიცია ახლა გაქცეულ დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. დანაშაულის ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

იმ ბიჭს ვიცნობ, ცოტა ვერ იყო. ბიჭია მკვლელი. გოგო მოკლა"- ეუბნება "პირველებს" ადგილობრივი. 

მომხდარზე ­გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

მსგავსი სიახლეები