თავისუფლება ირანელ ხალხს - თბილისში, ირანის საელჩოსთან აქცია იმართება

14.01.26 18:21
თავისუფლება ირანელ ხალხს - თბილისში, ირანის საელჩოსთან აქცია იმართება

თავისუფლება ირანელ ხალხს - თბილისში, ირანის საელჩოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. 

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ მათ ერს და აიათოლას რეჟიმის სისასტიკეს გმობენ - ირანელი ხალხი არ გაჩერდება - ამბობენ ისინი. 

ირანის მოქალაქეებს ქართველი სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. 

ჩემი, პირადად აქ მოსვლის მტავარი მიზანი არის, როგორც უფლებების დამცველის, ცივილიზაციის მთავარ კერას, ამერიკას მოვუწოდო დროულად დაასრულოს ირანის ტირანია და საქართველოს რეჟიმი, ყველა იმ ერის ბედი გადაწყვიტოს, სადაც რეჟიმები ბატონობენ. 

სამძიმარს ვუცხადებ ირანელ გმირ მოსახლეობას და თანავუგრძნობ. არის თხოვნა აშშ-ს მიმართ, რომ არ დაუშვას ის ბარბაროსობა, რაც სიკვდილით დასჯით არის მოსალოდნელი ახალი თაობის მიმართ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ დედამიწაზე ერთხელ და სამუდამოდ იმეფოს ცივილიზებულმა დემოკრატიამ," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დაკავშირებას. 

ცნობისთვის, ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.

პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს. 

მსგავსი სიახლეები