დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ კობახიძის დაანონსებულ შეხვედრაზე ჯერ კომუნიკაცია არ ყოფილა

14.01.26 18:45
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ კობახიძის დაანონსებულ შეხვედრაზე ჯერ კომუნიკაცია არ ყოფილა

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის დაანონსებულ შეხვედრაზე ჯერ კომუნიკაცია არ ყოფილა.

ასოციაცია მზაობას გამოთქვამს, ნებისმიერ ფორმატით ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და "ოცნების" პრემიერთან აპირებს განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც პრობლემატურია ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. 

  • ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებს სთავაზობს. აუდიენცია იგეგმება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან იმის გასარკვევად, ხომ არ არის  პროდუქტზე  ფასები ხელოვნურად გაზრდილი.

არც ასოციაციასთან და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არც ასოციაციის წევრ კომპანიებთან ამ ეტაპზე კომუნიკაცია არ ყოფილა კონკრეტულ შეხვედრებთან დაკავშირებით. ასოციაცია მზად არის, ნებისმიეირ ფორმატით ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და კიდევ ერთხელ მიაწოდოს ის ინფორმაცია და ის დეტალები, რაც პრობლემატურია ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანიებისთვსი, რომლებზეც წლებსი განმავლობაში ვაწვდიდით ინფორმაციას. თუ რაიმე სახის გარიგება არსებობდა აქამდე აღნიშნულთან დაკავშირებით, არსებობს შესაბამისი რეგულირება და შეელძლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას და მათ შორის სააგენტოს შესაბამასი ქმედებები განეხორციელებინა და თუკის სადმე რაიმე ტიპის გარიგება არსებობდეს, დღესაც შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით აქტიური და ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია იმასთან მიმართებაში, რომ რაიმე ისეთი ტიპის გაერთიანება ხდებოდა, რასაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოეხდინა ბაზარზე. თვითონ სააგენტო მუდმიმ რეჟიმში სწავლობს და ვფიქრობთ, რომ ასეთს შესაძლებელია, რომ ადგილი არ ჰქონოდა", - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ კობახიძე ახლა ბიზნესისგან "დათმობების გამოვაჭრებას ცდილობს" და სწორედ ამიტომ აპირებს მათთან შეხვედრა. 

ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ ჯერ დაემუქრნენ დაგიჭერთო და თან ეუბნებიან, მოდით ახლა დავილაპარაკოთო. რეალურად მათ გადადგეს ნაბიჯი ამ ბიზნესების დასაშინებლად და ახლა შეეცდებიან, მათგან გარკვეული დათმობები გამოივაჭრონ. ვუყურებთ პოლიტიკურ ბრძოლას, რომელშიც ჩაითრიეს ბიზნესი. და ბიზნესი ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში შედის, პოლიტიკოსებს ვერ მოუგებს, მითუმეტეს იმ ხალხს ვინც გადაწყვეტილებებს იღებს დღეს და როგორც ჩანს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულაი ბიძინა ივანიშვილის დონეზე", - ამბობს გიორგი კეპულაძე. 

მსგავსი სიახლეები