მსაჯული მახარობლიძე ადვოკატების წინააღმდეგ და სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების სათქმელი სასამართლოზე

14.01.26 20:46
მსაჯული მახარობლიძე ადვოკატების წინააღმდეგ და სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების სათქმელი სასამართლოზე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველს სასამართლოში სიტყვის უფლება ჩამოართვეს. მოსამართლე თამარ მახარობლიძე ადვოკატს არ აძლევდა საშუალებას თავის შესავალ სიტყვაში პოზიცია დაეფიქსირებინა. როდესაც უფლებადამცველმა აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტები გაიხსენა, მას მოსამართლემ სიტყვა სასწრაფო წესით შეაწყვეტინა. 

ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან - ამის შესახებ დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. 13 განსასჯელიდან საბრალდებო სკამზე დღეს 12 ბრალდებული იჯდა. ერთ-ერთი დაკავებული ექსპერტიზაზე ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები