სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობას განაგრძობს

14.01.26 19:56
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობას განაგრძობს

ბათუმელი მედროშე, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობას განაგრძობს. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ნათია თოხაძე სოციალურ ქსელში წერს

ნათია თოხაძის თქმით, ზურა ჭავჭანიძეს სასამართლო სხდომის შემდგომ ცუდად გახდა, რის გამოც მცირედი საკვების მიღება მოუწია, რაც იმ ინფორმაციის გავრცელების მიზეზი გახდა, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა. 

დაკავებული აქტივისტი "აგრძელებს შიმშილობას ჩვეულ რეჟიმში და ამით სოლიდარობას უცხადებს ზურა მენთეშაშვილს [კიდევ ერთ მოშიმშილე პატიმარს]".

ვესაუბრე ზურა ჭავჭანიძეს.

ზურა განიცდის, რომ არასწორად მოხდა ინფორმაციის გავრცელება, ის შიმშილობას განაგრძობს.

ამბობს, რომ აგრძელებს შიმშილობას ჩვეულ რეჟიმში და ამით სოლიდარობას უცხადებს ზურა მენთეშაშვილს.  ხოლო 20 იანვრიდან გეგმავს გადავიდეს ნაწილობრივ შიმშილობაზე. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ამბობს, რომ სასამართლო სხდომის შემდგომ ცუდად გახდა და მოუწია მიღება მცირედი საკვების, რათა მომხდარიყო მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, რაც გახდა გავრცელებული ინფორმაციის მიზეზი.

სამწუხაროდ არ მქონდა აუდიო ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა. როგორც კი შეძლებს დაკავშირებას, მოგაწვდით აუდიო მასალასაც," - წერს ნათია თოხაძე. 

  • ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები