"გაიგო, რომ ოჯახი დაუხოცეს" - თბილისში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო გამოიძახეს
თბილისში ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს - ირანში მყოფი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად მისულმა ირანის მოქალაქეებმა თბილისში, აქციაზე შეიტყვეს რომ მათი ოჯახის წევრები მოკლეს. რამდენიმემ გონება დაკარგა და ექიმების დახმარება დასჭირდათ.
"ზოგის ოჯახიდან 3 ადამიანი, ზოგის ოჯახიდან 5 ადამიანია მოკლული. მათ ცემი ხალხი მოკლეს. გთხოვთ დაგვეხმარეთ. რაც მოხდა ეს არაფერია, კიდევ ბევრს ციხეში გაუშვებენ. აეროპორტები დაკეტილია, ინტერნეტი არ არის, შუქი არ არის", - ამბობს ირანის მოქალაქე.
როგორც ამბობს მისი და დაიჭირეს, ძმა მოუკლეს, ჩემი ოჯახი დახოცეს თეირანში და იყო ძალიან ცუდად", - ამბობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აქციაზე იმყოფება.
მოკლულებს შორის შესაძლოა ფერეიდნელი ქართველებიც იყვნენ. ორგანიზაცია, რომელიც ფერეიდნელების შესახებ იუწყება, რომ მინიმუმ 20 ქართველია მოკლული, თუმცა ეს ჯერ არის მხოლოდ არაოფიციალური მონაცემები.
როგორც "ტვ პირველს" ფერეიდნელი ქართველი უყვება, მისი ინფორმაციით, 30 [ფერეიდნელი] ქართველია მოკლული. კაცი ამბბს, რომ აქედან სამი მისი მეგობარია.
მისი თქმით, ის ირანში პირდაპირ დაკავშირებას ვერ ახერხებს, ჯერ საზღვარზე მყოფ მეგობარს უკავშირდება, რომელიც სხვა ტელეფონით ირანში რეკავს.
თბილისში ირანის საელჩოსთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მოქალაქეებმა აქციაზე აიათოლას ფოტოები დაწვეს.