"ანა ბდეიანს ტროტუარზე დგომის გამო უპირებენ სისხლით დაჭერას" - მარიკა არევაძე
სამოქალაქო აქტივისტის, ანა ბდეიანის "ტროტუარის" საქმეზე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ წარმოება შეწყვიტა და რეაგირებისთვის შსს-ს გადასცა. ამის შესახებ მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს.
მარიკა არევაძის განმარტებით, ანა ბდეიანს დადგენილება დღეს ჩაბარდა - "ტროტუარზე დგომის გამო უპირებენ სისხლით დაჭერას".
3 შვილის დედას, ტროტუარზე დგომის გამო უპირებენ სისხლით დაჭერას!
დღეს ჩაბარდა ანა ბდეიანს დადგენილება, რომლითაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საქმე შეწყვიტა და შსს-ს გადასცა რეაგირებისათვის.
ნეტა როგორ მოხდა, რომ ასე განსხვავებულად ვისწავლეთ სამართალი და მართლმსაჯულება!" - წერს მარიკა არევაძე.
- ცნობისთვის, მანამდე მსგავსად შეწყდა სამოქალაქო აქტივისტისა და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, გიორგი წულაიას "ტროტუარის" საქმეზე წარმოება.
- მისთვის ჩაბარებულ დადგენილებაში ეწერა, რომ "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს".