უკრაინაში გიორგი ფარცვანიას მკვლელობა სცადეს
უკრაინაში გიორგი ფარცვანიას მკვლელობა სცადეს. ქართველ მებრძოლს სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყვეს და მანქანაში ჩაჯდომის დროს იარაღით შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. გიორგი ფარცვანიამ რეაგირება მოასწრო და ტყვია მხოლოდ საქარე მინას მოხვდა, დამნაშვე კი ადგილიდან მიიმალა.
სწავლების მერე გამიშვეს სახლში, წავედი ქალაქში, დავაყენე მანქანა აქ, კიდევ კარგი დავინახაე, ტიპი როგორ მიმიზნებდა და რამდენიმე გასროლა მოახდინა ჩემი მიმართულებით, მარა მეც დავცხე. ახლა პოლიციაისთან ერთად ვარ და ვეძებთ", - ამბობს ვიდეოში ფარცვანია.