ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა, კახა მიქაიას მიმართაც დაიწყოს

15.01.26 15:25
ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა, კახა მიქაიას მიმართაც დაიწყოს

ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრის, კახა მიქაიას მიმართაც დაიწყოს.

დადგენილება სამოქალაქო აქტივისტს ცოტა ხნის წინ ჩაბარდ, სადაც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული საქმე სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე გადავიდა სისხლის სამართალში.

როგორც მიქაია "პირველებთან" აცხადებს, "ქართული ოცნება" ამ გზით პროტესტის დაშინებას ცდილობს.

  • კახა მიქაია წარსულში უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით.

მომივიდა დადგენილება, რომ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე ეს გადავიდა სისხლის სამართალში. ეს მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლებისგან. ეს მიმართულია ერთი რამისკენ, რომ მოხდეს საზოგადოების დაშინება. ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" თუ ჰქონია რუსთაველზე ის ხალხი, ვინც უკვე ერთ წელზე მეტია ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს, ამითი შევშინდებით ან გავჩერდებით, ძაწლიან ცდება ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს მიქაია. 

ასევე ნახეთ: