ინფორმაციას, რომ ირანელ აქტივისტს სიკვდილით არ დასჯიან, ტრამპი გამოეხმაურა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ახალ ამბავს, რომ ირანელ დემონსტრანტს ერფან სოლთანს სიკვდილით აღარ დასჯიან.
"ეს კარგი ახალი ამბავია და ვიმედოვნებ ასე გაგრძელდება"- წერს ტრამპი.
ირანელ აქტივისტს, ერფან სოლტანს სიკვდილით არ დასჯიან. ამის სესახებ ინფორმაციას Sky News-ი ირანის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაშია" ბრალდებული, თუმცა მისი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტს ციხეში დაკავებიდან მალევე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.