ხალხამდე რომ ეკონომიკური ზრდა არ მისულიყო, არჩევნებზე ხმას არ მოგვცემდნენ - “ოცნება“
რამდენად არის საკმარისი 250,90 ლარი საასებოდ - “ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, ნაწილმა კი კვლავ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მოსახლეობის 30 % იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათი მმართველობის პერიოდში ეს 10 %-მდე შეამცირეს.
თუმცა, პაპუაშვილი არც იმას უარყოფს, რომ საქსტატის მიერ დათვლილი მაჩვენებელი ყველა ოჯახის რეალობას არ ასახავს.
ეს არის საქსტატის მიერ დათვლილი მაჩვენებლი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების განსასაზღვრად, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას, ყველას ეს შემოსავალი აქვთ. რაც შეეხება სტატისტიკას და მაჩვენებლს, არა მხოლოდ სტატისტიკურ, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაც დატოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობის 30 %-ი, დღეს კი ჩამოსულია 10 პროცენტიან მაჩვენებელთან, როგორც უმუშევრობა, - ამბობს პაპუაშვილი.
მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა ხალხისთვის თვალსაჩინო რომ არ იყოს, არჩევნებზე ხმას “ოცნებას“ აღარ მისცემდნენ.
ხალხამდე რომ ეკონომიკური ზრდა არ მოსულიყო, მაშინ ყოველ ჯერზე, ყველა არჩევნებზე ხელისუფლებას ხმას არ მისცემდნენ. ის, რომ ახლა სრულად განვითარებული ქვეყანა არ ვართ, ეგ არ ნიშნავს, რომ რამდენიმე წელშია რ ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტენდენციით თუ წავა ეკონომიკური განვითარება, აუცილებლად ვიქნებით, განვითარებულ ქვეყნებში, რამდენიმე წელიწადში, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
- საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 255.4 ლარიდან ლარიდან 250.9 ლარამდე შემცირდა -სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 4.5 ლარით ნაკლებია.
- საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენდა, ნოემბერში ეს ფასი 255.4 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში – 230.5 ლარი.
- რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, ის 283.3 ლარია, ნოემბერში 288.4 ლარი, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260.3 ლარი.