“ოცნებამ“ დაშინების ახალი ტალღა დაიწყო - ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტებს პატიმრობა ემუქრებათ

15.01.26 18:23
“ოცნებამ“ დაშინების ახალი ტალღა დაიწყო - ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტებს პატიმრობა ემუქრებათ

ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტებს ერთ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. “ოცნებამ“ აქციის მონაწილეების დაშინების ახალი ტალღა დაიწყო.

ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც  ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა,  სასამართლოში საქმეები შეუწყვიტეს და  შემდგომი რეაგირებისთვის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.

აქტივისტების ნაწილის შემთხვევაში კი დღეს სხდომები დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადადო. 

დაშინების მორიგი მცდელობა, ყველამ იცის უკვე, რომ ჩვენ ასეთი რაღაცები არ გვაშინებს, როგორც იურისტებმა ამიხსნეს, ეს შეიძლება იყოს ყველანაირ საფუძველს მოკლებული. არვიცი, ჩვეულებრივი რამეა უკვე ეგ ჩემთვის, პირველად ჯარიმების გადაუხდელობაზე დამიჭირეს, როდესაც 250 ათასი მქონდა გადასახდელი. ყველას მხნეობას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ ჩემს მეგობრებს, მამაჩემს, ოჯახის წევრებზე ამაზე სიცილის გარდა არანაირი ემოცია არ აქვთ, - ამბობს აქტივისტი.

მსგავსი სიახლეები