9 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც მცირეწლოვანზე TIK-TOK-ის საშუალებით სექსუალურად ძალადობდა - საფარი

15.01.26 19:24
9 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც მცირეწლოვანზე TIK-TOK-ის საშუალებით სექსუალურად ძალადობდა - საფარი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის“ ინფორმაციით, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მათივ ცნობით, აღნიშნული პირი TIK-TOK-ის საშუალებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა.

დღეს, 15 იანვარს პედოფილი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, თუმცა შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა.

ყადაღის მიუხედავად, საფარი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საზოგადოებაში ბავშვების დაცვა პრიორიტეტი იყოს და არცერთი ბავშვი ყურადღების მიღმა არ დარჩეს - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები