შსს: ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ - დაკავებულია ერთი პირი

16.01.26 10:59
შსს: ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998  წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და  დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია  ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა  მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები