სასახლის ღობის საქმე - სასამართლო პროცესის დეტალები
სასახლის ღობის საქმე - სახელმწიფო ბრალდებამ სხდომათა დარბაზში ის 2 მოწმე მიიყვანა, რომლებსაც გუშინ სასამართლომ ორგანიზატორების საქმეზე მოუსმინა.
ესენი ის ექსპერტები არიან, რომლებმაც ვიდეომასალები დაათვალიერეს და ბრალდებულები ამოიცნეს.
განსასჯელის სკამზე 15 ბრალდებული ზის, რომელთაგან არცერთი ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდნენ. ისინი ელოდებიან მთავარ მოწმეებს, რომლებმაც უშუალოდ შეისწავლეს ათონელის სასახლის ღობე და ჩაატარეს ექსპერტიზა.
როგორც ბრალდებულები აცხადებენ, ეს ღობე მათ გადაჭრილი დახვდათ და მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ იხდიან სასჯელს.
ამასთან, ადვოკატებმა ექსპერტებს ჰკითხეს იმ ბაზასთან დაკავშირებით, რომელიც შსს-შია და რომელ ბაზაშიც საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმაციაა შენახული. მათ აინტერესებდათ, რამდენ ხანში ერთხელ ახლდება ეს ბაზა და ამასთან, სამართლებრივად რამდენად კანონიერია ის, რომ ძალოვანი უწყება ყველა ადამიანთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას.
ამ წუთებში, სასახლის ღობის საქმეზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა იწყება.
შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
უფრო კონკრეტულად:
- გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში