ავარიული შენობების გასამაგრებლად გამოყოფილი 7 მლნ მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს - "ლელოს" ბრიფინგი
თბილისში ავარიული შენობების გამაგრებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობას ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეთა უსაფრთხოების რეალურ საჭიროებებს არ პასუხობს და ხელისუფლების არასწორ პრიორიტეტებზე მიუთითებს.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა ჩერქეზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქში არსებული 10 ათასზე მეტი ავარიული შენობა უკვე უსაფრთხოების კრიტიკულ კრიზისს ქმნის, მაშინ როდესაც პრობლემის გადასაჭრელად ბიუჯეტიდან მიზერული თანხაა გათვალისწინებული.
7 მლნ დოლარი "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სეიფში და 7 მლნ ლარი 10 ათასზე მეტი ავარიული შენობის გამაგრებისთვის თბილისში. ამ ერთ წინადადებაში ნათლად ჩანს, რა მიაქვთ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახლებში და რას იმეტებენ ხალხისთვის ამ ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადებიდან.
დღეს თბილისში ავარიული შენობები არ არის, უბრალოდ, ურბანული პრობლემა, ეს არის უსაფრთხოების უმძიმესი კრიზისი "ქართული ოცნებისა" და პერსონალურად კახა კალაძის მმართველობის პირობებში. თვითინ თბილისის მერია აღიარებს, რომ თბილისში 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად 10 ათასობით ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ.
ეს რისკი რომ არ არის თეორიული, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. სულ ცოტა ხნის წინ თევდორე მღვდლის ქუჩაზე,ს ადგურის მოედნის მიდებარედ, მომხდარი ტრაგედიის დროს, როდესაც ადამიანები დაიღუპნენ. გუშინწინ სასწაულმა გადაარჩინა ხალხი სამგორში, როცა ჩამოიშალა ავარიული კორპუსის ფასადი.
ვნახოთ, რას აკეთებს მერია 2026 წელს ამ მიმართულებით. წლევანდელი ბიუჯეტი თბილისის მერიის შეადგენს 2 მლრდ 200 მლნ ლარს და ამ თანხიდან მხოლოდ 7 მლნ-ი ლარია გამოყოფილი ავარიული შენობების გამაგრებისთვის. ეს არის 0.4%-ზე ნაკლები. ერთის მხერივ, გვაქვს 10 ათასი ავარიული შენობა და მეორეს მხრივ, 7 მლნ-ი ლარი. ეს არ არის პრობლემის სიტემური გადაწყვეტა, ეს ვერ მოახდენს პრევენციას, რომ დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს არის ავარიული კორპუსების უზარმაზარ ბზარებზე იზოლაციის ლენტის დაკვრის ტოლფასი.
ჩვენს კოალიციას, "ლელო - ძლიერ საქართველოს" ამ მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე გვქონდა ინიციატივა, რომ, მინიმუმ, 50 მლნ ლარამდე გაგვეზარდა ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი და შემდეგ, ყოვეწლიურად გაგვეორმაგებინა, თუმცა ეს ინიციატივა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ არ იყო მხარდაჭერილი. მე შემიძლია, კონკრეტული რაიონების მაგალითზე, რომლებიც ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ავარიული შენობების მიმართულებით, გაჩვენოთ, თბილისის მერიის პოლიტიკა.
ნაძალადევში 5 წლის განმავლობაში გამაგრდა მხოლოდ 5 ავარიული შენობა. აქედან 2023 და 2025 წლებში არცერთი ავარიული შენობა არ გამაგრებულა. იგივე მდგომარეობაა თბილისის სხვა მძიმე რაიონებში. მაგალითად, სამგორის რაიონეში 2023-25 და 25 წლებში არცერი ავარიული შენობა არ გამაგრებულა.
ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ჩვენ კიდევ ერთელ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ ყურად იღოს ჩვენი ინიციატივები და მხარი დაუჭიროს, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, ძალიან მალე, გარდაუვლად, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ეს არის კანონზომიერი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება", ჩვენ ვიდგებით რომელიმე ჩაონგრეული კორპუსის წინ და ვიტყვით, რომ ვიზიარებთ ჭირისუფლების მწუხარებას, მაგრამ ჩვენი ეს ცარიელი სიტყვები იმ მდგომარეობაში არავის რარ დაეხმარება, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში