ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ - ზაქრო ალბუთაშვილი

16.01.26 13:46
ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ - ზაქრო ალბუთაშვილი

ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბატონო მოსამართლევ, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ალბუთაშვილის თქმით, როდესაც ვითარება დაინახა, ჩახერგილი ღობეებიდან დაწყებული, გადამცემებით დამთავრებული, მან კარგად გაანალიზა რაშიც იყო საქმე და მიხვდა, რომ უდანაშაულო ხალხის მიზანმიმართული ჩართვა უნდოდათ დანაშაულში.

როდესაც შევხედე, გავაანალიზე, რაში იყო საქმე, ჩახერგილი ღობეებიდან დაწყებული, გადამცემებით დამთავრებული, დავასკვენი, რომ უდანაშაულო ხალხის დანაშაულებრივ ქმედებაში მიზანმიმართულად ჩართვა უნდოდათ. ხალხს მოვუწოდებდი პროვოკაციულ ქმედებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. მოვუწოდებდი, შიგნით [სასახლის ეზო] არ შესულიყვნენ, შემდეგ შევდივარ შიგნით და გდდ-ს ხელმძღვანელს ვესაუბრები, კარგი ადამიანი იყო, შემდეგ გამოვდივარ, ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ბატონი მოსამართლე, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? ხომ არსებობს ჰუმანიზმი, ქრისტიანობა? 21 საუკუნეში ამ ქრისტიანობას ვკარგავთ... თქვენ [მოსამართლეს] შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ეს ხალხი გაათავისუფლოთ“, - განაცხადა ალბუთაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

 

მსგავსი სიახლეები