შსს: დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია

16.01.26 14:09
შსს: დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია

შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა - როგორც უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულებიდან 10 არასრულწლოვანია.

მისი თქმით, დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, მათ ვიდეოებს უღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

ჯამში დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულებს შორის 10 არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.

გავლენების გაზრდის და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართდა განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

დაჯგუფებებსი წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ბრალდებულების სახლებსი და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ბრალდებულების კუთვნილი ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ეპრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი სიახლეები