"საქმის განხილვის დროს დარწმუნდებით, რომ არაფერ შუაში ვარ" - გიორგი მიქაძე სასამართლოზე
"საქმის განხილვის დროს დარწმუნდებით რომ არაფერ შუაში ვარ" - ამ სიტყვებით დაარღვია დღეს დუმილი განსასჯელის სკამიდან გიორგი მიქაძემ.
ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, რომელსაც გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად ასახელებს, ამტკიცებს რომ უდანაშაულოა.
"იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს... უფალი შეგვეწიოს" - თქვა მიქაძემ სასამართლო სხდომაზე.
პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. და ვისი გონებაში მოიხარშა და შემდეგ განხორციელდა ეს ბრალი, იმედია გაირკვევა, თქვენო ღირსებავ,
საქმის განხილვის დროს დარწმუნდებით რომ არაფერ შუაში ვარ, რაც შეეხება ცილისწამებებს, იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს. უფალი შეგვეწიოს",- განაცხადა მიქაძემ.
პროკურატურა ითხოვს, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეს იმ რუსი ბიზნესმენების ჩვენება დაერთოს, რომლებმაც ხელი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს დაადეს - პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ცალკე ეპიზოდად მიმდინარე საქმეზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - განსასჯელის სკამზე ზის გიორგი მიქაძე. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში