ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი 27 იანვრისთვის გადაიდო
ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი 27 იანვრისთვის გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ცეკვავამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.
მანამდე ნუცა მახარაძე პროცესზე ცუდად გახდა, რის გამოც დარბაზში ექიმის გამძახება გახდა საჭირო.
ნუცა მახარაძე 14 იანვარს ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბრალდება მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ქალი აქტივისტი საზოაგდოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მას და მის მეგობარს მაისში, საკუთარ სადარბაზოში თავს ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ და წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში