გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე პანიკები მაქვს - ნუცა მახარაძე
ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ნუცა მახარაძე მოსამართლე ცეკვავამ დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 27 იანვრისთვის გადადო.
მიზეზი მახარაძის შეუძლოდ გახდომა გახდა, რის შემდეგაც ექიმმა გასცა რეკომენდაცია პროცესი გადადებულიყო.
მანამდე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად მახარაძემ და თქვა, რომ იზოლატორში ყოფნის დროს კრუნჩხვა ჰქონდა და ორჯერ გონებაც დაკარგა.
გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე პანიკები [პანიკური შეტევები] მაქვს, მაგრამ ასეთი აქამდე არ მქონია. იზოლატორში ვიყავი ორი დღე დაუბანელი და უსამართლოდ დაკავებული და ალბათ ამან იმოქმედა“,- თქვა სასამართლო პროცესზე ნუცა მახარაძემ.
ნუცა მახარაძე 14 იანვარს ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ბრალდება მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ქალი აქტივისტი საზოაგდოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მას და მის მეგობარს მაისში, საკუთარ სადარბაზოში თავს ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ და წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში