ვინ არიან საგამოძიებო უწყების ის თანამშრომლები, ვინც ფარცხალაძის გარემოცვას კულუარულ ინფორმაციებს აწვდიდნენ?
ვინ არიან საგამოძიებო უწყების ის თანამშრომლები, ვინც ოთარ ფარცხალაძის გარემოცვას კულუარულ ინფორმაციებს აწვდიდნენ? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულმა სანდრო წივწივაძემ ალაპარაკება გადაწყვიტა.
განსაჯელის სკამიდან სანდრო წივწვიძე ყვება, რომ გიორგი ჯოხაძე პოლიციაში ამოწმებდა ინფორმაციას წივწივაძისთვის ჩამორთმეული იარაღის შესახებ.
წივწივაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გაიხსენა უკრაინაში ჯოხაძესთან შეხვედრის ამბავი.
არ მეგონა იმის ახსნა თუ მომიწევდა, როდის როგორ და სად გავიცანი გიორგი ჯოხაძე.
გავიცანი უკრაინაში ერთ ერთ რესტორანში . 21 წლის ვიყავი მაშინ. იარაღებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და კი იცით ჩემი სიყვარული იარაღების მიმართ. ერთი იარაღი იყო უზი- მოსადის საყვარელი იარაღი. მიხაროდა რომ მე ამ იარაღს ვფლობდი ოფიციალურად და ასე ვთქვათ გავიმარიაჟე რომ ეს მქონდა. ვთქვი რომ ეს უზი პოლიციამ ჩამომართვა და გული მწყდებოდა. იქ ვიღაცამ არ ვიცი ჯოხაძე იყო თუ ვინ იყო თქვა რომ მოიკითხავდა ამ თემას არ ვიცი პოლიციაში თუ სად - დაბრუნების ამბავს გაარკვევდა.
ეს იყო და ეს.
მეორე დილას ვნახე ისევ ჯოხაძე. ამის მტკიცებულებაა ის ცნობილი ვიდეო ტრუსით რომ ვარ ....ჯოხაძე მეუბნება რომ მოიკითხა პოლიციაში და უთხრეს რომ ეგ იარაღი წივწივაძეს დავუბრუნეთო. არარსებულია მეთქი. ვიდეოში რომ ხმა ისმის იქ მყოფი ერთ ერთი პირის ის ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონზე. მე წარმოდგენა არ მაქვს ვის. ტელეფონით რომ რაღაცას მაჩვენებენ- მაჩვენებენ ჩემზე გაფორმებულ იარაღებს", - განაცხადა წივწივაძემ.
- წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ასევე ბრალი ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
24 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში