ია დარახველიძე მოსამართლეს: ერთი პოლიციელის საქმეც არ გამოძიებულა, სად არის გამოძიება?
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულ ია დარახველიძეს აინტერესებს, რატომ არცერთი სამართალდამცველი საქმე არ გამოძიებულა მაშინ როცა, ამდენი ადამიანი დაზარალდა საპროტესტო აქციებზე.
მან ეს კითხვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასვა, თუმცა, მოსამართლისგან პასუხი ვერ მიიღო.
ია დარახველიძე: ერთხელ მაინც რატომ არ არის ის, რომ იმდენი ხალხი დაზარალდა და არცერთი პოლიციელის საქმეც არ გამოძიებულა. სად არის ეს გამოძიება, ერთი წელია უკვე.
მოსამართლე: კარგი, დაბრძანდით, დაბრძანდით.
შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
უფრო კონკრეტულად:
- გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში