შუახევში ერთმა კაცმა მეორეს ნაჯახით მიაყენა დაზიანებები
შუახევის მუნიციპალიტეტში ერთმა კაცმა მეორე პირს ნაჯახით მიაყენა დაზიანებები. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და ძალადობაში გადაიზარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები სახის არეში აქვს. კერძოდ, დაზიანებულია ერთი თვალი, ცხვირი და ყბა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.
"აჭარა თაიმსი" წერს, რომ უწყების ინფორმაციით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
მსგავსი სიახლეები
01.09.26 12:13
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში