ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დავაკავეთ - შსს

17.01.26 10:33
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დავაკავეთ - შსს

შსს-ს თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა -შენახვის ბრალდებით იძებნებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.

დაკავებული  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები