"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების ოჯახები მორიგ აქციას მართავენ
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსში, შემდეგ კი თვითონ აეროპორტში გაზეთებს დაარიგებენ.
"თავისუფლების ხმა ციხიდან" გადაეცემათ იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, მათ სურთ მთელ მსოფლიოში გაიგონ უკანონოდ დატყვევებული ადამიანები ხმა.
ვაპირებთ აეროპორტში წასვლას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამსვლელ ხალხს გვინდა, რომ გავატანოთ ჩვენი პატიმრების გაზეთები, ხმა მივაწვდინოთ ემიგრანტებს კი არა, ფარგლებს გარეთ ვინც არიან, რომ არსებობს ამდენი პატიმარი საქართველოში, დაჭერილები ისე, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის რომ იხდიან სასჯელს. მე მაგალითად აეროპორტში კი არა ყველგან წავალ, არ გავჩერდები, ვიმოძრავებ იმიტომ, რომ სანამ სამართალს არ ვიპოვი მე გამჩერებელი არ ვარ," - ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში