ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში კაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში კაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები.
ცხედარი ქუთაისში, ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
კაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
01.09.26 12:13
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში