"ალგანი" რუსთავის ოფისში ბრენდული არყის ფალსიცირებაზე განცხადებას ავრცელებს
დაცვის კომპანია "ალგანი", რუსთავის ოფისში არყის ფალსიცირებასა და ყალბი აქციზის დამზადების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული 2 პირი ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ.
უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "პირველები" კომპანია "ალგანს" დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნული ქმედება "ხორციელდებოდა დამოუკიდებლად კომპანიის თანამშრომლის მიერ".
კომპანია "ალგანი" კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღწერილო უკანონო ქმედებას. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად კომპანიის თანამშრომლის მიერ.
არა ცხადია [კომპანიას არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია]. ჩვე ინფორმაცია არ გვქონდა, შესაბამისად ამაზე პასუხი როგორ შეიძლება რომ გაგცეთ [რამდენი ხანი გრძელდებოდა აღნშნული საქმიანობა]. ოფისი რამდენიმე თვეა გავარემონტეთ" - ამბობს "ალგანის" წარმომადგენელი.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში