გერმანიის ელჩის პასუხი "ოცნებას"
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პროსახელისუფლებო მედიებისა და "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გერმანიის ელჩი სამოქალაქო აქტივისტებს "საიდუმლოდ" შეხვდა და რომ შეხვედრაზე წახალისებული იყო "ირანის რადიკალური სცენარები"
პეტერ ფიშერის განცხადებით, ის 15 იანვარს საქართველოს ახალგაზრდულ კავშირს შეხვდა და ამის შესახებ ფოტო მაშინვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, შესაბამისად შეხვედრა "საიდუმლო" არ ყოფილა.
ამასთან, გერმანიის ელჩი აღნიშნავს, რომ მან ქართველ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, განათლების რეფორმა და ღრმად პოლარიზებული გარემო განიხილა.
15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი საქართველოს ახალგაზრდულ კავშირს და ფოტო X-ზე გამოვაქვეყნე. დღეს "იმედი" და "რუსთავი 2" აცხადებენ, რომ შეხვედრა "საიდუმლო" იყო, წახალისებული იყო "ირანის რადიკალური სცენარები". ეს სრულიად ტყუილია/არასწორია. მსგავსი არაფერი წამოჭრილა. გერმანიის სახელით, ვაპროტესტებ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას.
ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია, განათლების რეფორმასა და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად არის მიჩნეული, სინამდვილეში კი ეს დემოკრატიის არსია. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება," - წერს პეტერ ფიშერი.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში