დავით ჭკადუას ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

17.01.26 18:10
დავით ჭკადუას ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

"წიგნების თაროს" წევრს და მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონს, დავით ჭკადუას (გაგრელი) ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს,  სასამართლოდან დაურეკეს და უთრეს, რომ მისი საქმე პოლიციას დაუბრუნდა, რათა სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონ. 

  • დავით ჭკადუა წარსულში უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით.

სასამართლოდან დამირეკეს. 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე ხალხს გადაადგილებაში უშლიდი ხელსო, მაგრამო შენო ნაჯდომი კაცი ხარ მაგ მუხლითო, ამიტომ შეწყდა სამართალწარმოება და დაუბრუნდა პოლიციას, რომ სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონო. 
კაი-მეთქი და დამდეგი ნათლისღება მივულოცე ცოტა ნაწყენმა. მარტო 18 დეკემბერს რომ მედავებიან, არ მომწონს. 2 იანვარი მაქვს მარტო ჩაგდებული", - წერს დავით გაგრელი. 

მსგავსი სიახლეები