Fox News: ქართველები ირანში მებრძოლ დემონსტრანტებს უყურებენ და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ ბრძოლას ხედავენ
Fox News საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე სტატიას აქვეყნებს - საერთაშორისო მედია წერს რომ საქართველოში მასობრივი პროტესტები მას შემდეგ დაიწყო, რაც "პრო-რუსულმა „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევები შეაჩერა".
„ყოველ დღე, ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ მამაცად უძლებენ დაბალ ტემპერატურებსა და ხელისუფლების მიერ ძალადობაში ბრალდებებს, ირანში დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს უყურებენ და კორუმპირებული და არაპოპულარული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ ბრძოლას ხედავენ,” - ნათქვამია სტატიაში.
Fox News-ს საქართველოს შესახებ სტატიაში ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის კომენტარები მოყავს.
„როდესაც თბილისში დემონსტრაციებზე დადიხარ ყოველ დღე, ხალხი მხოლოდ ირანზე საუბრობს. ამაზე გაცხადრებული დებატები აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას და როგორ არის ოპტიმიზმი ქუჩებში მოვლენების გამო, დაპირისპირების მიუხედავად.
ირანში მიმდინარე მოვლენები ძალიან ადამიანურად იწვევს რეზონანსს: თუ ხალხს შეუძლია გაცილებით უფრო დესპოტიურ და ძალადობრივ რეჟიმს დაუპირისპირდეს, ეს აძლიერებს რწმენას, რომ საქართველოში წინააღმდეგობა ამაო არ არის,” - განაცხადა ხიდაშელმა.
Fox News-ის სტატიაში ასევე ვკითხულობ: „ქართული ოცნების“ არჩევნების შემდეგ, 600 ადამიანი უკანონოდ დააკავეს, 300 მომიტინგე წამების ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 1 000 მოქალაქეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ჯარიმა დააკისრეს, ხოლო 400 ჟურნალისტი დააკავეს, სცემეს და შეავიწროეს, იტყობინება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს".
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში