გლდანის რაიონში გაზის ქსელის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდა
გლდანის რაიონში გაზის ქსელის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდა - ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 18 იანვარს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
გაცნობებთ, რომ გლდანის რაიონში, გლდანის VII მიკრორაიონში, I და III კორპუსებს შორის, დაბალი წნევის საჰაერო გაზსადენის დაზიანების გამო (ავტომანქანის შეჯახების შედეგად), დღეს 17:00 საათიდან ავარიულად გაითიშა გაზგამანაწილებელი პუნქტები №411 და №436.
შედეგად, გაზმომარაგება დროებით შეუწყდა შემდეგ ტერიტორიებს:
გლდანის VII მიკრორაიონი
ვეკუას ქუჩა
ზურა მირაქიშვილის ქუჩა
ომარ ხიზანიშვილის ქუჩა
სოფ. გიორგი წმინდა – დავით აღმაშენებლის ქუჩა
სოფელი გლდანი – შემოგარენის ქუჩა
ფარსმან II ქველის ქუჩა
დავით ჯაბიძის ქუჩა
გლდანის VII მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსები №1-დან №120 ბ/ბ-05-მდე
ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სხვა კომერციული ობიექტები
სულ შეწყვეტილია გაზმომარაგება დაახლოებით 4100 აბონენტს.
🔧 გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 18 იანვარს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
გთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტოთ გაზის ონკანები.
თუ იგრძნობთ გაზის სუნს, დაუყოვნებლივ დარეკეთ:
☎️ ცხელი ხაზი – 240 40 04
🚨 სწრაფი რეაგირების სამსახური – 114
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში