მღვდელი საინგილოდან ღარიბაშვილთან ციხეში
მღვდელი საინგილოდან ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის ციხეში - "შაბათის ეთერმა" ხუთშაბათს გადაიღო კადრები რუსთავის მე-12 ციხესთან, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრის დაცვის უფროსს პენიტენციურ დაწესებულებაში სასულიერო პირი შეჰყავს.
მღვდელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლელი შენობაში ერთად შედიან - მამა პეტრე ხუმარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან, დაცვის უფროსი კი ამანათის ჩასაბარებლად.
საპატიმროში სადაც ექს პრემიერი იხდის სასჯელს, მამა პეტრემ თითქმის ორი საათი გაატარა.
ციხიდან გამოსულ მოძღვარს "შაბათის ეთერმა" ჰკითხა, როგორ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ვისი ინიციატივით ჩამოვიდა ის აზერბაიჯანიდან თბილისში.
სალულიერო პირმა კითხვებს არ უპასუხა - "ვერაფერს გეტყვი შვილო".
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი რუსთავში სინოდის წევრების თხოვნით ჩაიყვანეს. წყარომ ჩენთან საუბარში დაასახელა ბოდბის, ხორნაბუჯის და ჰერეთის, ასევე გურჯაანის ეპარქიების ეპისკოპოსები. ინფორმირებული პირი გვეუბნება, რომ მაღალი იერარქები საჯაროდ გამოჩენას ჯერ ერიდებიან, ამიტომ საპატიმროში ახლადშესახლებულ მსჯავრდებულს მღვდელი საინგილოდან გაუგზავნეს.
დეტალები ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში