საერთაშორისო თაღლითები თავისუფლებაზე
"თაღლითური ქოლ-ცენტრების" საქმეზე დაკავებულები ციხიდან გაათავისუფლეს - საქმის ზედამხედველი პროკურორი, მიხეილ სადრაძე "შაბათის ეთერის" ინფორმაციას უდასტურებს.
ბრალდებულებმა ციხე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარებაზე ხელი მოაწერეს.
- თავისუფლებაზე არიან: შსს-ს ყოფილი თანამშრომელი იოსებ მჭედლიშვილი, რომელიც ამ ქოლ ცენტრის ერთ ერთი "ბოსად" მოიაზრება, ისრაელის მოქალაქე ელზა დავი, ოფის მენეჯერები ნანა კორსავა, ნონა ფარეხელაშვილი და ანა კვანტალიანი, ასევე "ქოლ ცენტრის "აიტი სპეციალიები ლევან კობახიძე და გიორგი ყიყიშვილი.
იოსებ მჭედლიშვილის ადვოკატი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ პროკურატურამ 12 წლიანი მუხლით დაკავებულები 9 თვეში ფულის გადახის შემდეგ გაათავისულფა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ზიანი რაც იყო დადგენილი, ყველა ბრალდებულის მხრიდან ანგარიშებზე იქნა გადარიცხული.
- ჩნდება კითხვა - ვინ დაადგინა, თაღლითურ ქოლ-ცენტრებს რამდენი დაზარალებული ჰყავდა, ან საიდან ვიცით რომ ყველა ევროპელ პენსიოერს, ვისაც ბოლო თეთრები მოპარეს, ფული ციხეში მყოფებმა ნამდვილად აუნაზღაურეს.
არსებობს ეჭვები, რომ ქოლ ცენტრი გავლენიანი მფარველის გარეშე ვერ იმუშავებდა და ასევე ეჭვიც, რომ ბრალდებულები ციხეს მფარველების გარეშე ვერ დატოვებდნენ. წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ "თაღლითური ქოლ-ცენტრების" საქმეზე დაკავებული იოსებ მჭედლიშვილი შს ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გარემოცვის წევრია.
საქმის ზედამხედველი პროკურორი ჯერ კიდევ საქმის არსებით ეტაპზე არ გამორიცხავდა, რომ "ქოლ ცენტრების" საქმეზე ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირის პასუხიმგებლობის საკითხი დამდგარიყო, თუმცა სადრაძე ახლა ამბობს, რომ ეს იყო მიმდინარე გამოძიების პროცესი.
მფარველობდა თუ არა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ტრანსნაციონალურ დანაშაულს - "შაბათის ეთერმა" კითხვებით ალექსანდრე ჭიკაიძის უფლებადამცველს მიმართა. მარინე ცუცქირიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული პასუხით დაგვიბრუნდა, სადაც წერია რომ ჭიკაიძეს მჭედლიშვილი თვალად არასდროს უნახავს.
ალექსანდრე ჭიკაიძის მარწმუნებლის წერილში ვკითხულობთ რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს მონაწილეობა არ მიუღია ქოლ ცენტრების საქმეზე დაკავებული იოსებ მჭედლიშვილის საპროცესო შეთანხმების ინიცირებაში.
დეტალები ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში