ვითარება გზებზე - საავტომობილო გზების დეპატამენტი ინფორმაციას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ რთულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, საქართველოს სხვადასხვა მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, ხოლო მსუბუქი ავტომობილები უმეტეს შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილდებიან.
შეზღუდვები მოქმედებს როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, მათ შორის: გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონი, აგარა–ბორითი, გუდაური–კობი, ხაშური–ახალციხე–ვალე, კოდა–წალკა–ნინოწმინდა და თბილისი–სენაკი–ლესელიძე მონაკვეთებზე.
ზოგიერთ გზაზე, მათ შორის ვაზიანი–გომბორი–თელავის, ქუთაისი–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის და ალპანა–ცაგერის მონაკვეთებზე, მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გზებზე გადაადგილებისას გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში