თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი ნახეს
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი ნახეს. როგორც წყარო "პირველებს" უყვება, 45 წლამდე ასაკის კაცი კონტაქტზე არ გადიოდა, ამიტომ ახლობლები ვითარების გასარკვევად მასთან სახლში მივიდნენ.
„კონტაქტზე არ გამოდიოდა, კარი ჩაამტვრიეს და გარდაცვლილი ნახეს“, - გვეუბნება წყარო.
როგორც ირკვევა, მამაკაცი თბილისში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარი სენაკში უკვე გადაასვენეს.
მსგავსი სიახლეები
01.09.26 12:13
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში